ტრენინგები

ტრენინგის დასახელება:
ისტ-ის მასწავლებელთა ტრენინგი

ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ტრენინგის ჩატარების დრო:
29.11.2015 - დეკემბერი

ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა:
ქ. ქუთაისის N2 საჯარო სკოლა.
5 დღე, დრეში 4 საათი, სულ 20 საათი

ტრენერი:
შორენა ბადურაშვილი

ტრენინგის მიზანი:
იტი-ის პედაგოგების მომზადება საგამოცდოდ

I სამუშაო დღე
ტრენინგი დაიწყო იმით, რომ ტრენერმა წარმოგვიდგინა საკუთარი თავი.
სამუშაო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ პირველი რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ  ვებ-გვერდზე tpdc.ge კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი  ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებლის სტანდარტს. მოვინიშნეთ ჩვენთვის ნაკლებად გასაგები რამდენიმე პუნტი.
ამის შემდეგ ტრენერმა წარმოგვიგინა პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე: კომპიუტერული ქსელები, მათი ტიპები, ქსელური მოწყობილობები, ინტერნეტ კავშირების საშუალებები.
ტრენერმა თითოეულ პედაგოგს მოგვცა ისტ-ის პედაგოგთა გამოცდაზე გამოყენებული პრაქტიკული სამუშაოები. შევეცადეთ და, ვფიქრობ, გავართვით თავი დაკისრებულ დავალებას.

ტრენინგის მიწურულს შევთანხმდით შემდეგ სამუშაო დღეზე. ტრენერმა მოგვცა მომდევნო დღისთვის მომოსასმენი ვიდეოები. ელექტრონულ ფოსტაზე მისაწოდებელი ინფორმაცია. 

No comments:

Post a Comment